მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: მთავარი ოპონენტის ქვეყნიდან გაგდება და მსგავსი რაღაცები ცუდად მთავრდება“

მიხეილ სააკაშვილი: მთავარი ოპონენტის ქვეყნიდან გაგდება და მსგავსი რაღაცები ცუდად მთავრდება“

Published on

მიხეილ სააკაშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას  განაცხადა, რომ არ აპირებს რომელიმე ქვეყანას თხოვოს მოქალაქეობა ან პოლიტიკური დევნილის სტატუსი. მისი თქმით, ის არის უკრაინის მოქალაქე და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით პეტრო პოროშენკომ უკრაინის კონსტიტუცია დაარღვია.
„პოროშენკომ საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი, იმიტომ, რომ მთავარი ოპონენტის ქვეყნიდან გაგდება და მსგავსი რაღაცები ცუდად მთავრდება“. 
 
პოროშენკოს ქმედება იყო დამფრთხალი, შეშინებული ადამიანის უკანონო ქმედება – მან დაარღვია უკრაინის კონსტიტუცია, მან დაარღვია უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებები. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რა დაჯღაპნეს იქ,. ასე ფიქრობს უკრაინის მოქალაქეთა უმეტესობა. უკანონო აქტებს ჩვენ არ ვაღიარებთ, ისევე როგორც ბევრი ქვეყანა მათ არ აღიარებს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა 
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, შემოდგომაზე ის და მისი გუნდი უკრაინაში დიდ მობილიზებას აპირებენ. მისი განცხადებით, ბრძოლა გრძელდება და უკრაინაში ხელისუფლებას შეცვლიან.
 
„შემოდგომაზე ვაპირებთ დიდ მობილიზაციას უკრაინაში, კონკრეტული გაწერილი გეგმებით და ამის ორგანიზებაში აქტიურად ვარ ჩართული. ჩვენ გავივლით ყველა სამართლებრივ ინსტანციას, ამაზე უკრაინელი იურისტები მუშაობენ და უცხოელი იურისტებიც გვეხმარებიან. 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...