57 თეთრი – 1 კუბმეტრ გაზზე. ,,იძულებული ვიქნებით გამოვრთოთ, რადგან გაზრდილ გადასახადს ვერ გავუძლებთ”

0
419
,,ადრე გაზის საფასურად ვიხდიდით 11-12 ლარს ახლა ვიხდით 22-28 ლარს, ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს , ხოლოდ ერთი პენსიონერი გვყავს ოჯახში, იმასაც სესხი აქცს აღებული და 95 ლარი პენსიის იმედად როგორ მოვახერხოთ გაძვირებული გადასახადის  გადახდა?"- ამბიობს ია ჯალაღონია. იგი ერთერთია იმ ათასობით ადამიანიდან, ვის საოჯახო ბიუჯეტსაც მტკივნეულად შეეხება  გაზის  ახალი ტარიფები.
 
საშუალო და მაღალი წნევის ბუნებრივი აირი მომხმარებლებს  10 დან 13 თეთრამდე გაუძვირდათ.
სამეგრელოს მოსახლეობას  ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე  დაახლოებით  57 თეთრის გადახდა მოუწევს.
ზუგდიდის მოსახლეობის განცხადებით,   ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ პირობებში ტარიფების ზრდა მათთვის მიუღებელია და თუ ასე გაგრძელდა, ოჯახების დიდ უმრავლესობას   ბუნებრივი აირით სარგებლობაზე უარის თქმა  მოუწევს. 
 
,,ჩვენს ოჯახში ძირითადად ყველაფერი გაზზე მზადდება,როდესაც ჩვენ შემოვიყვანეთ დაბალი იყო გადასახადი და ახლა გაძვირდა, უმუშევარი ოჯახი მძიმე სოციალური პირობით ვერ მოვახერხებთ გადახდას და იძულებულები ვიქნებით გამოვრთოთ გაზი და რითი უნდა ვიარსებოთ არც კი ვიცით"-გამბობს  ემა ახალაია.
 
SOCAR GEORGIA GAS-ში, აღნიშნულ თემაზე მორიგი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, სოკარ ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ განცხადება ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა. 
 
გადაწყვეტილება გაზის ტარფის მომატების შესახებ სემეკმა 18 ივლისს გამოაცხადა.   სოკარ გაზ ჯორჯიას პროექტის მიხედვით, რომელიც რეგიონებს აწვდის ბუნებრივ აირს, სემეკმა მიიჩნია, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი  რეგიონებში დაახლლოებით  57 თეთრი უნდა იყოს .
18 ივლისისს გადაწყვეტილებამდე , იმ კომპანიებისთვის, რომლებიც რეგიონებს მიაწოდებდნენ ბუნებრივ აირს  დადგენილი იყო სხვადასხვა ტარიფი, თუმცა ახალი რეგულაციის მიხედვით რეგიონში საქორ გაზისა და სოკარ გაზის კომპანიის ქვეშ გაერთიანებული მომხმარებლები ერთნაირად დაგემილი ტარიფით ისარგებლებენ.
SOCAR GEORGIA GAS-ის გენერალური დდირექტორის, აზერ მამედოვის განცხადებით, ,,ტარიფის გადახედვას პოზიტიურ ნაბიჯად განვიხილავთ,  რადგან მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ბაზრის  დასარეგულირებლად, ამ ტარიფით მუშაობა გაზის  შეუფერხებლად მიწოდება და ჩვენი საინვესტიციო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია ".
 
მაგრამ რა აზრი აქვს გაზის შეუფერხებლად მიწოდების შესაძლებლობას, თუკი ამ გაზით მოსახლეობა ვერ ისარგებლებს, არადა ამ წერტილს უკვე ვუახლოვდებით.  
 
 
წინა სტატიასასამართლოს გადაწყვეტილებით ანი მურადელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა
შემდეგი სტატიაHuffington Post: ,, სააკაშვილი ისედაც იყო მსოფლიო მედიის საყვარელი რესპონდენტი, ახლა კი მსოფლიო მეგაფონად და კორუფციონერებთან მებრძოლის ხატადაც იქცა , ისევე როგორც აქამდე – პუტინის მტრისა”.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური