სენატორი მაკკეინი: “შტატებმა ძლიერი გზავნილი უნდა გაუგზავნოს ვლადიმერ პუტინს და ნებისმიერ აგრესორს, რომ არ მოვითმენთ თავდასხმას ჩვენს დემოკრატიაზე

0
492
"შტატებმა ძლიერი გზავნილი უნდა გაუგზავნოს ვლადიმერ პუტინს და ნებისმიერ აგრესორს, რომ არ მოვითმენთ,  თუ ჩვენს დემოკრატიას ვინმე   დაესხმება თავს", – განაცხადა სენატორმა  ჯონ მაკკეინმა სენატში რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ  ახალი სანქციების  კანონის განხილვისას. 
 
"ამ ბრძოლაში მხარე უნდა გვქონდეს, არა როგორც რესპუბლიკელებს ან დემოკრატებს, არამედ, როგორც ამერიკელებს. ამერიკის დემოკრატიაზე თავდასხმის პასუხი იქნება სანქციები და ქმედება. თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების გარანტია, ფუნდამენტური უფლება პუტინმა დაარღვია. მოდით, ოფიციალურად დავგმოთ ეს თავდასხმა. არ ვიცით, მოაწერს თუ არა ხელს პრეზიდენტი. ვეტოს დაძლევის უპირატესობით თუ გავუგზავნით, მნიშვნელობა არ ექნება, რას გადაწყვეტს", – აღნიშნა ჯონ მაკკეინმა. 
 
 სენატმა 98 ხმით 2-ის წინააღმდეგმხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთს, ირანს და ჩრდილოეთ კორეას ახალ სანქციებს უწესებს. ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამაც. დოკუმენტი ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.
 
25 ივლისს, ახალ სანქიცებს აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ დაუჭირა მხარი. კენჭისყრაზე ინიციატივამ როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხარდაჭერა მოიპოვა. ამის შემდეგ გადაეგზავნა დოკუმენტი მხარდასაჭერად სენატს. 
 
კრემლმა ფაქტი ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუარესებად შეაფასა, თუმცა სანქციების ამოქმედების შემდეგ საპასუხო რეაქციაზე ჯერ ოფიციალურად არაფერი უთქვამს. რუსული მედიის ინფორმაციით, ტრამპის მიერ კანონის ხელმოწერის შემთხვევაში მოსკოვი სავარაუდოდ ქვეყნიდან მთელ რიგ ამერიკელ დიპლომატებს გააძევებს და არსებითად შეამცირებს აშშ-ის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების რაოდენობას.
 
ლაპარაკია ასევე არასიმეტრიულ პასუხზეც. მაგალითად, კრემლმა შეიძლება უარი თქვას ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის გაძლიერება.
წინა სტატიადაკავება ქრთამის მიცემის ფაქტზე
შემდეგი სტატიასაყდრისი და ვანდალები რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური