მთავარისიახლეებიკულტურასაყდრისი და ვანდალები რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ?

საყდრისი და ვანდალები რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ?

Published on

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საყდრისის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
 მოსარჩელე მხარე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა., იგი მოითხოვს დადგინდეს,რამდენად კანონიერი იყო კულტურის მინისტრის განკარგულება აფეთქებაზე და მართებული იყო თუ არა კულტურული ძეგლის სტატუსის მოხსნა.
მოპასუხე მხარეა კულტურის სამინისტრო, რომელიც საკვლევი ობიექტის არარსებობის მიზეზით საქმის შეწყვეტას ითხოვს.
 
ხელისუფლების მართული სასამართლოსგან დიდი მოლოდინები არავსა აქვს, მაგრამ დღეს იქნება თუ ხვალ, ოლიგარქის მმართველობას  მოუწევს პასუხისგება საყდრისის განადგურებისათვის ისევე, როგორ სხვა არაერთი დანაშაულისათვის და არა მარტო ქართველი ხალხცის წინასე, რადგან საყდრისი მსოფლიო კულტურის მონაპოვარი იყო და  არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ ევრაზიის კონტინენტს ეკუთვნოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე შეაფასეს გერმანელმა მეცნიერებმა ის არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც ფაქტობრივად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვით  RMG Gold-მა გაანადგურა.
 
ქართული საზოგადოების ბრძოლა  საყდრისის გადასარჩენად ამაო აღმოჩნდა. შარშან დაიწყო, რამდენიმე თვეში, რაც კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას გადაწყვეტილებით საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გაუუქმდა. ამ სტატუსს უძველესი მაღარო თითქმის შვიდი წლის განმავლობაში ატარებდა, იმ პერიოდიდან, როცა გერმანელმა სამთო არქეოლოგმა თომას შტიოლნერმა ქართველ არქეოლოგებთან ერთად „კოლხური ელდორადო“ აღმოაჩინა.
 
რას შეეწირა საყდრისის მაღარო და მასში  დამარხული არტეფაქტები, რამ „აიძულა“ მთავრობა თვალი დაეხუჭა  ასიათასობით ადამიანის პროტესტზე ?! 
საზოგადოებას აქვს ამ კითხვაზე ცალსახა პაუხი –  ძალიან გავლენიანი ადამიანების კლანის სიხარბესა და ბიზნესგეგმას, ოლიგარქის ამოუწურავ მადას და ცინიზმს, რომლითაც ის ეპყრობა ადამიანების თავგანწირვას და მის მერ ხელდასხმული  მაშინდელი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც სწორედ მისი სურვილების საფუზველზეამტკიცებდა, რომ  საყდრისში ოქროს არ მოიპოვებდნენ,  რომ „კოლხური ელდორადო თუ პაიტიტი“ მხოლოდ რამდენიმე მეცნიერის ილუზიაა.
 
,,დღეს რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, იყო თუ არა საყდრისი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლი, სადაც ოქროს ეგვიპტელებზე ადრე მოიპოვებდნენ, მაინც ვეღარაფრს შევცვლით. მხოლოდ ის უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისიდან დაახლოებით 80 კილომეტრის დაშორებით იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და უძველესი, რომლის ბოლომდე შეცნობის საშუალება არავინ მოგვცა. შესაძლოა, საუკუნეების შემდეგ საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროც ანდებში დაკარგული ინკების ოქროს ქალაქივით მხოლოდ მითად იქცეს. თუმცა მინდა მჯეროდეს, რომ მან, ვინც საყდრისის აფეთქების გადაწყვეტილება მიიღო, მართლაც არ იცოდა, რასთან ჰქონდა საქმე. კიდევ უფრო მეტად მინდა მჯეროდეს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ვანდალიზმის შემოქმედია, კანონის წინაშე პასუხს აგებს.'' – წერდა საყდრისის აფეთქების დღეებში ჟურნალისტი ნინო ძოწენიძე.  
 
რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო და მიყვება თუ არა საქმეს ბოლომდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია?
 
.
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...