მთავარისიახლეებიმსოფლიოძლიერი შტორმი სტამბოლში, ქალაქი დატბორილია. არიან დაშავებულები

ძლიერი შტორმი სტამბოლში, ქალაქი დატბორილია. არიან დაშავებულები

Published on

10 ადამიანი დაშავდა სტამბოლში ძლიერი შტორმის შედეგად.
გადაუღებელმა წვიმებმა და ძლიერმა  სეტყვამ  ქალაქში მცირე ნგრევაც გამოიწვია. შეფერხებულია აეროპორტების  მუშაობა. დატბორილია მეტროსადგურები. რამდენიმე რაიონში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც. შეზღუდულია საავტომობილო მიმოსვლა, ბევრი იძულებული გახდა ქუჩაში, წყალში დაეტოვებინა მანქანა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე საათით შეჩერდა ბოსფორის გვირაბის ფუნქციონირება. 
 
 
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  ძლიერმა ქარმა ძირფესვიანად მოგლიჯა ხეები,  ერთ-ერთ პორტში  კი წააქცია ამწე, რომელიც ნავთობის ავზს დაეცა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
 სეტყვა კი იმდენად ძლიერი იყო, რომ თვითმფრინავის პილოტის ფანჯარაც კი ჩაამსხრია, რის შემდეგაც, მფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. 
ძლიერმა წვიმამ ქალაქში დატბორა ქუჩები და სარდაფები. ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მეჩეთი ჩამოინგრა. სტიქიის შედეგად, 10 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 მძიმე მდგომარეობაშია.

შტორმმა სულ რაღაც სააათნახევარში ქალაქს მძიმე კვალი დაატყო. 
 
 
ეს სტამბოლში ბოლო 10 დღის განმავლობაში, უკვე მეორე ძლიერი შტორმია. 
 
.
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...