მთავარისიახლეებისამართალი"ბავშვთა სამყაროს" დირექტორს ბრალი წარედგინა. გიორგი მაჭავარიანის მხარდამჭერთა და დაზარალებულთა აქციები...

“ბავშვთა სამყაროს” დირექტორს ბრალი წარედგინა. გიორგი მაჭავარიანის მხარდამჭერთა და დაზარალებულთა აქციები პროკურატურასთან

Published on

 

”ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გიორგი მაჭავარიანი ბრალს არ აღიარებს, მისი სურვილია, რომ სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობებში წარუდგინოს ყველა დოკუმენტაცია.  ამის შესახებ გიორგი მაჭავარიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ განუცხადა, სადაც მან დაკავებული მოინახულა. 
 
ადვოკატის თქმით, ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს გიორგი მაჭავარიანს ბრალი ცოტა ხნის წინ წარედგინა. 243-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლითაც დაკავებულია გიორგი მაჭავარიანი, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო ამის შემდეგ, გიორგი მაჭავარიანისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
 
,,”იმის ნაცვლად, რომ საგამოძიებო უწყებამ ამ მიმართულებით იმუშაოს და დაადგინოს განზრახ დანაშაულის ჩამდენი პირი, დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ დაკავებულია სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი, მაშინ როდესაც ამასთანავე არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნა,  , რომ  უსაფრთხოების რაიმე ნორმა დარღვეული არ ყოფილა,“ – განაცხადა მოსიაშვილმა – ჩვენ გვაქვს მაჭავარიანის უდანსაულობის დამამტკიცებელი ყველა სამართლებრივი დოკუმენტაცია და  დაცვის მხარე მას სასამართლოსაც და საზოგადოებასას წარუდგენს.''- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
 
  პროკურატურასთან გიორგი მაჭავარიანის საქმესთან დაკავშირებით გუშინ  ერთდროულად ორი აქცია  გაიმართა. აქციები გრძელდება დღესაც.
 
პროკურატურის ერთ მხარეს შეკრებილები არიან მაჭავარიანის მხარდამჭერები, აქციონერები, მეგობრები და ოჯახის წევრები.  მათი თქმით, "ბავშვთა სამყაროს" ადმინისტრაციას ჰქონდა შესაბამისი ზომები მიღებული და იქ დაცული იყო უსაფრთხოების ზომები, სესაბამისად, მაჭავარიანი უკანონოდაა დაპატიმრებული და ეს მოხდა  იმისთვის, რომ ხელი გადააფარონ რეალურ დანაშავეს.,,, გიორგი მაჭავარიანის და მიხეილ თევზაძის მიმართ წარდგენილი ბრალი არის აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო. გიორგი მაჭავარიანი არის პირადად ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარი და მთავარი პროკურორის დაპირებების ტყვე'' – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
 
 
პროკურატურის მეორე მხარეს შეკრებილები არიან "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეები. მათი თქმით, გიორგი მაჭავარიანთან ერთად უნდა დააკავონ ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას. მათი მთავარი მოთხოვნა კი უცვლელია, ისინი ზარალის სრულ ანაზღაურებას ითხოვენ.
 
 გუშინ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა,თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მიხეილ თევზაძე დააკავეს.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...