მთავარისიახლეებიექსკლუზივიზვიად სიჭინავა: "გედები ზუგდიდში არიან"

ზვიად სიჭინავა: “გედები ზუგდიდში არიან” [ვიდეო]

Published on

გედები ზუგდიდში არიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივით და უშუალოდ მისი თაოსნობით გედები ბოტანიკურ ბაღში ბინას მას შემდეგ დაიდებენ, რაც ქალაქ ზუგდიდის მერია გასცემს სპეციალურ ნებართვას. როგორც ზვიად სიჭინავა ამბობს, მას მერიიდან აცნობეს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღეა საჭირო. 
გედები ზუგდიდში მოსკოვიდან ჩამოიყვანეს. ისინი ამჟამად ბაიას ბაზაზე ბინადრობენ, სადაც მათთვის სპეციალურად მოწყობილია ხელოვნური ტბა. ზვიად სიჭინავას თქმით, ნებართვის მიღებამდე ფრინველები სწორედ აქ მოთავსდებიან და მაქსიმალურად შეეცდებიან შეუქმნან მათ ბუნებრივი პირობები. ამასთან, მისივე თქმით, დაგეგმილია კიდევ ორი გედის ჩამოყვანა, შავი ფერის, ხოლო შემდეგ ზუგდიდში ფარშავანგები ჩამოვლენ. 
 
ფოტო: ტელეკომპანია "ოდიში"
გედების ჩამოსვლამდე ზვიად სიჭინავა სოციალურ ქსელში წერდა, რომ მათი ჩამოყვანისას მოსკოვის აეროპორტში პრობლემები შეექმნა, რადგან ბათუმის და  ქუთაისის აეროპორტები მათ მიღებაზე უარს ამბობდნენ. სიჭინავა მაშინ წერდა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია ხელთ ჰქონდა. მან ფეისბუქის საკუთარი გვერდის საშუალებით ზუგდიდელებს ბოდიშიც კი მოუხადა დაგვიანებისთვის.
 
ფოტო: ტელეკომპანია "ოდიში"
 
„შეფერხება იყო მაგაში, რომ  თურმე გჭირდება ზოოპარკის მოთხოვნა, რომ ეს გედები ჩამოიყვანო. [სოციალურ] ქსელში არ დამიწერია იმისთვის, რომ ყურადღება მიმექცია. არ მჭირდება მე არავის ყურადღება. ეს გედები ჩემთვის პირადად და ჩემი თაობის ადამიანებისთვის არის ზუგდიდის სიმბოლო, გედები სულ იყვნენ ქალაქში. ფეისბუქის მეშვეობით მე ბოდიში მოვუხადე იმ ხალხს, ვინც გედების ჩამოსვლას ელოდებოდნენ. გედები აქ არიან… მე წერილი მიწერილი მაქვს მერიისთვის და ველოდები პასუხს. კანცელარიაში მითხრეს, რომ ამას სჭირდება 10 დღე და იმედია, რომ პასუხს მივიღებ“ – ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და გახდეს ქალაქ ზუგდიდის მერი. ზვიად სიჭინავა ამ დრომდე არ აკონკრეტებს დამოუკიდებლად აპირებს ბრძოლას არჩევნებში თუ რომელიმე პარტიის სახელით.
 
ამ და სხვა თემაზე ტელეკომპანია „ოდიშმა“ ზვიად სიჭინავასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ
 

 

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...