მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილი: "მე არავის დახმარებას არ ვეძებ"

სააკაშვილი: “მე არავის დახმარებას არ ვეძებ”

Published on

მე არავის დახმარებას არ ვეძებ, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა  მიხეილ სააკაშვილმა დღეს CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
 
 ასე უპასუხა მან წამყვანის კითხვას, ეძებს თუ არა ის დახმარებას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან.
 
„მე აქ ჩემს ოჯახთან ჩამოვედი. ისინი აქ ცხოვრობენ, აშშ-ს მოქალაქეები არიან. ეს ბიძაჩემის ოჯახია.
 
უკრაინის მოქალაქეობა მე იმიტომ ჩამომართვეს, რომ კორუმპირებულ ოლიგარქებს აღვუდექი. მე უკრაინის პატრიოტი ვარ. ეს უნიკალური სიტუაციაა, როდესაც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში მიდის. მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ უკრაინელმა ხალხმა მიმიწვია. პრეზიდენტმა პოროშენკომ მოქალაქეობა მომანიჭა და მე ამას დავეთანხმე, ვინაიდან ვთვლიდი, რომ მას სურდა რეფორმების ჩატარება.
 
რეფორმები საჭირო იყო, რათა უკრაინა უფრო მდგრადი გამხდარიყო რუსეთის წნეხის წინაშე. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებამ სხვა გზა აირჩია: ოლიგარქია, კორუფცია, დემოკრატიის გათელვა. აქედან გამომდინარე, მე ოპონენტი გავხდი.
 
ჩემთვის მოქალაქეობის აბსოლუტურად უკანონოდ ჩამორთმევით, პოროშენკომ თავისი ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი მოიშორა.
 
უკრაინელი ხალხი მოიგებს ამ ომს. ისინი შეაკავებენ რუსეთს, ისინი აიღებენ დასავლურ კურსს, მაგრამ საამისოდ მათ უნდა ჩამოიშორონ საბჭოთა სტილის ოლიგარქები“ – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...