მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი: პირს, რომელიც ორჯერ იყო პრეზიდენტი, უნდა ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეობა

პრეზიდენტი: პირს, რომელიც ორჯერ იყო პრეზიდენტი, უნდა ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეობა

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მისი წინამორბედისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ისაუბრა. მარგველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე არ უნდა ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე.
 
მან ეს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოში აკრედიტებული უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა:
 
"იმ დროს, როდესაც ბატონმა სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, მე ვთქვი, რომ ეს იყო ძალიან სამწუხარო, რადგან საქართველოს პრეზიდენტს, ადამიანს, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი უნდა ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეობა და უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე, რომელმაც მას ორჯერ ანდო პირველი პირისა და მთავარსარდლის როლი".
 
ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, 26 ივლისს გავრცელდა. აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის მიზეზი გახდა მის მიერ მოქალაქეობის მიღებისას შევსებულ დოკუმენტებში ჩაწერილი ტყუილი. კერძოდ, მათი თქმით, სააკაშვილმა მიუთითა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობდა თუმცა, საქართველოს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...