მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიციელებმა მაიდანზე წინაღობების დამონტაჟება და პოზიციების დაკავება დაიწყეს. კიევი ხალხმრავალი საპროტესტო...

პოლიციელებმა მაიდანზე წინაღობების დამონტაჟება და პოზიციების დაკავება დაიწყეს. კიევი ხალხმრავალი საპროტესტო აქციის მოლოდინშია

Published on

პოლიციელებმა მაიდანზე წინაღობების დამონტაჟება და პოზიციების დაკავება დაიწყეს – კიევი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის მიერ ორგანიზებული სახალხო საპროტესტო აქციის მოლოდინშია.
 
არსებობს ყველა ნიშანი იმისა, რომ პეტრო პოროშენკოს მისთვის ყველაზე სახიფათო პოლიტიკური ოპონენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გუშინ გადადგმული ნაბიჯი იოლად შერჩება.  თუ იგი ელოდა  მიხეილ საკაშვილის მოწინააღმდეგეების გამარჯვებულ ყიჟინას  უკრაინის მედიასა და სოციალურ ქსელებში, გერაშჩენკოს განცხადების შემდეგ,  უკვე პირველივე საათებიდან გახდა აშკარა, რომ მისი  ეს გადაწყვეტილება, რბილად რომ ვთქვათ, არაპოპულარული აღმოჩნდა მათთვისაც კი.
 
უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი, რომელისაც არაერთახელ გაუკრიტიკებია მიხეილ სააკაშვილი და პირიქით, არც მისთვის დაუკლია ხელი მიხეილ სააკაშვილს, პირდაპირ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა ნეგატიურად აისახება უკრაინის რეპუტაციაზე მსოფლიოში.  
 
„სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა სამარცხვინო ლაქაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. უფრო სამარცხვინო კი ის არის, რომ მიუხედავად ევროპისკენ მისწრაფებისა, ეს მოხდა „საუკეთესო“ საბჭოურ სტილში.-  მხოლოდ ისტორია განსჯის, დადებითი გმირია თუ არა ის უკრაინისთვის“, -განაცხადა ცკოლომოისკიმტელეარხი 1+1. -ს ეთერში
 
კოლომოისკიმ ასევე აღნიშნა, რომ თუ მას ოდესმე მოქალაქეობას ჩამოართმევენ, სააკაშვილის კომპანიაში ერთად ყოფნა მისთვის საპატიო იქნება. 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...