ფრანგული მედია: ,,პოროშენკომ გაფლანგა თავისი პოპულარობა და გადაწყვიტა იმოქმედოს თავისი პოპულარული მოწინააღმდეგის ჩამოშორებისაათვის ნებისმიერი ხერხით”

0
388
,,პოროშენკომ თავისი მეტოქე მოქალაქეობის არმქონე პირად აქცია'' – ამ სათურით აქვეყნებს დღეს par RFI მოკლე ანალიტიკურ წერილს მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოროშენკოს ქმედების შესახებ. 
,,პოროშენკომ გაფლანგა თავისი პოპულარობა და გადაწყვიტა იმოქმედოს თავისი პოპულარული მოწინააღმდეგე-რეფორმატორის სინააღმდეგ არადემოკრატიული მეოდებით. პოროშენკო თავისი  ავტორიტარული მოქმედებისთვის მოქალაქეობის ინსტრუმენტის გამოყენებით  ამსხვრევს უკრაინის იმიჯს.’’ 
 
,,უკრაინის ხელისუფლების  26 ივლისის  გადაწყვეტილება საქართველოს ექსპრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქლაქეობის ჩამორთმევის შესახებ, არის დარტყმა უკრაინის პოლიტიკურ თეატრზე. 
პეტრო პოროშენკომ უკვე ორი წელია  ოდესის გუბერნატორად დანიშნულ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პასპორტი გადასცა. ხელისუფლების  ზედა ეშელონებში არსებული კორუფციის ფონზე ბრძოლა ახლა  უკვე ამ ორ პერსონას  შორის როდი მიმდინარეობს –  მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში წავიდა და შექმნა საკუთარი პოლიტიკური პარტია, პოროშენკომ კი იმისათვის რომ თავიდან მოიშოროს შეურიგებელი და მოუსვენარი მეტოქე, მიმართა  ძალიან არადემოკრატიულ მანევრს – პოლიტიკური მიზნებით ჩამოართვა მას მოქალაქეობა.- ნათქვამია სტატიაში.
 
როგორც   გამოცემის კორესპონდენტი კიევში  სტეფან სიოჰანი ამბობს, საქართველოს ექსპრეზიდენტი ნიუ-იორკში იმყოფებოდა, როცა აცნობეს, რომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა  უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, იგი კვირის ბოლოს აპირებდა კიევში დაბრუნებას. 
 
RFI-სთან საუბარში მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა თავისი , გარკვეული თვალსაზრისით,  უნიკალური მდგომარეობა: სახელმწიფოს ყოფილი მეთაური ამჟამად მოქალაქეობის გარეშეა  დარჩენილი და ვისმე გათვლებით, შესაძლოა  პოლიტიკური თავშესაფრის  ძებნა აშშ – ში მოუხდეს , თუმცა იგი ამბობს, რომ ამას არ აპირებს და სურს რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს უკრაინაში, პოლიტიკურ არენაზე. 
 
უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთვის 2019 წლის საპრეზიდენტი კამპანია უკვე დაიწყო. ოგორც ჩანს, მან გადაწყვიტა ნებისმიერი ხერხით ჩამოიშოროს თავისი მოწინააღმდეგე.
 
სქემა მარტივია: პეტრო პოროშენკო არის ქვეყნის უმსხვილესი  ოლიგარქი, რომლის პოპულარობა მკვეთრად დაეცა, ხოლო  სააკაშვილი , რომელიც ერტობ პოპულარული  რეფორმატორია,  უკრაინელთა ერთ-ერთ უსაყვარლეს პიროვნებას წარმოადგენს. 
სააკაშვილის ეროვნებით ექსპლუატურებისა და მეტოქის  მუშტებით გაძევების  მცდელობით,   პეტრო პოროშენკო აბრუნებს ავტორიტარულ პრაქტიკას , რაც მძიმედ  დაარტყამს უკრაინის იმიჯს.''
 
http://m.rfi.fr/europe/20170727-ukraine-petro-porochenko-rend-son-rival-mikheil-saakachvili-apatride
 
წინა სტატიაოპოზიციის საპროტესტო აქცია კიევში: ,,სახეში გვაფურთხებენ და გვიჩვენებენ, რომ ჩვენი უფლებები მათთვის არაფერს ნიშნავს”
შემდეგი სტატიაNDI – ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% კახი კალაძეს მისცემდა ხმას, 19% – ალეკო ელისაშვილს, 18% – ზაალ უდუმაშვილს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური