მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI - ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% კახი კალაძეს...

NDI – ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% კახი კალაძეს მისცემდა ხმას, 19% – ალეკო ელისაშვილს, 18% – ზაალ უდუმაშვილს

Published on

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% კახი კალაძეს მისცემდა ხმას, 19% – ალეკო ელისაშვილს, 18% – ზაალ უდუმაშვილს, 5% – ელენე ხოშტარიას. 
 
გამოკითხულთა 12%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 4%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ასევე 4%-ის თქმით, არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა ხმას. 
 
 
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
 
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%-ია. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...