მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და დავბრუნდები''- აცხადებს საქართველოს ყოფილი...

,,მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და დავბრუნდები”- აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი

Published on

მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და დავბრუნდები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
 
სააკაშვილის თქმით, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის საზოგადოებისთვის პირდაპირი სიგნალია, რომ აღარ გაგრძელდება თამაში, სახელად დემოკრატია. "პოროშენკო საქართველოში არ ჩასულა ორ ქვეყანას შორის კავშირების დასამყარებლად, არამედ ჩავიდა ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის შეთანხმებისთვის – შეთანხმებისთვის უკრაინელ პოროშენკოს და "გაზპრომის” უმსხვილეს კერძო აქციონერს, რუსული პროექტის ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს შორის", – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
მისივე თქმით, სიცრუეა უკრაინული მხარის განცხადება, თითქოს საქართველომ უკრაინას მასთან დაკავშირებით ახალი მასალები გადასცა. სააკაშვილის განცხადებით, ორი დღის წინ პოროშენკომ შეცვალა იმ კომისიის შემადგენლობა, რომელსაც მისთვის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთმია და მისი მორჩილი კომისია დანიშნა.
 
"პეტრო ოლექსეევიჩ პოროშენკო, მე შემიძლია გითხრათ, რომ ცუდი მრჩევლები გყავთ. ამ განკარგულებით თქვენ და თქვენმა მთავრობამ ხელი მოაწერეთ გარდაუვალ მარცხს. დღეს თქვენ გადაკვეთეთ წითელი ხაზი, თქვენ, როგორც თქვენი წინამორბედი, ცდუნდით, დააკმაყოფილოთ სურვილი ნებისმიერ ფასად. მოქალაქეობა არ არის ცარიელი კონცეფცია, ყოველდღე, როცა უკრაინის მოქალაქის პასპორტით ვიყავი, ვმუშაობდი, რომ უკრაინა წარმატებული და ევროპული სუპერსახელმწიფო გამხდარიყო! მე უფრო ვარ უკრაინელი, ვიდრე ამჟამინდელი დეპუტატები. მე მიყვარს უკრაინა მთელი ჩემი გულით და გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი უკრაინისთვის", – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
 
მისივე თქმით, დევნილის სტატუსის მოპოვებას არ აპირებს და იბრძოლებს უკრაინაში დასაბრუნებლად. „ჩემი გული უკრაინას ეკუთვნის, თქვენი ხელმოწერის მიუხედავად“,- მიმართავს სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.
 
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებით მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამის მიზეზად მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...