მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

Published on

დღეს კიევში, მაიდანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა გააპროტესტეს.
 
მაიდანზე მომიტინგეებს ასამდე კაცი გამოეყო და  პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გაემართა მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ  ბრძანებულების გასაჯაროებს მოთხოვნით, როგორც „ტელეარხი 112“ იუწყება , მომიტინგეებმა პოლიციის მიერ დილიდან დამონტაჟებული წინაღობებისა და კორდონის  გარღვევა სცადეს,  მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოყვა. ისინი სკანდირებდნენ ,,ძირს ბანდა!'', ,, თუ არ შეგვიშვებთ, თავად გავარღვევთ ამ ბარიკადებს! '. 
 
მას შემდეგ, რაც განრისხებულმა ხალხმა მართლაც ორგზის გაარღვია წინაღობები,  პრეზიდენტის ადმიისტრაციამ მიიღო  გადაწყვეტილება შენობაში ათკაციანი საინიციატივო ჯგუფის  შეშვების  შესახებ სახალხო დეპუტატ იური დერევიანკოს მეთაურობით .
 
 
 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...