მთავარისიახლეებიპოლიტიკაცვლილება, რომლის მიხედვითაც ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდება, NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა...

ცვლილება, რომლის მიხედვითაც ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდება, NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59%-ისთვის მიუღებელია

Published on

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59%-ისთვის მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვით ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდება.
 
კითხვაზე, სხვა დანარჩენთან ერთად ცვლილება გულისხმობს, რომ ამ ადგილებში ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდება, რაც ნიშნავს, რომ ორივეს ერთი და იგივე უწყება უხელმძღვანელებს, მისაღებია თუ მიუღებელია თქვენთვის ეს ცვლილება? – გამოკითხულთა 59%-ისთვის მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვით ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდება, 16%-ისთვის – მისაღებია, 24%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
 
ამასთან, გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ცვლილებებს ქვეყანაში უარყოფითი გავლენა ექნება, 18% მიიჩნევს, რომ გავლენა საერთოდ არ ექნება, 11% აცხადებს, რომ დადებითი გავლენა ექნება, ხოლო 25%-მა არ იცის, თუ რა გავლენა ექნება ქვეყანაზე აღნიშნულ ცვლილებებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44%-ს 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევის გადაწყვეტილების შესახებ არ სმენია, 52% კი აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ სმენია. 
 
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...