მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, პოროშენკოს ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, პოროშენკოს ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ

Published on

უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.
 
როგორც  უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი სატელეფონო საუბრისას აცხადებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ მათაც იციან, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მისი თქმით, კომენტარს ამ თემაზე არ აკეთებს.
 
პრესსამსახურში ჟურნალისტებს ურჩევენ,  რომ საკითხი უკრაინის მიგრაციის სამსახურში გადაამოწმონ. ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციას  მიგრაციის სამსახურთანაც ჯერ  ვერ ხერხდება.
 
უკრაინული მედია „ფეისბუქ“ სტატუსებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.
 
უკრაინის რადას დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი ერთ-ერთია იმათგან, ვინც ირწმუნება, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.
 
„ახლახანს დამიდასტურეს, რომ „ქართველ იანუკოვიჩს“ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენეკომ, როგორც იქნა დაიწყო შეცდომების აღიარება. მან სააკაშვილს მოქალაქეობა უკანონოდ მიანიჭა და ახლა თავისი შეცდომების გამოსწორებას ცდილობს“ – წერს ვედომოსტი-უა უკრაინელი დეპუტატის „ფეისბუქ“ სტატუსზე დაყრდნობით.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....