მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,რუსთავი 2'' – ის შენობაში ხანძარია. მაუწყებლობა შეწყვეტილია

,,რუსთავი 2” – ის შენობაში ხანძარია. მაუწყებლობა შეწყვეტილია

Published on

,,რუსთავი 2″-ის შენობაში ხანძარია. ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. 
ხანძარი  გვიან საღამოს შენობის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც გადაცემების დეკორაციები მზადდება. შენობის ძირითადი ნაწილი ამ დროისთვის ძლიერ არის დაკვამლიანებული.
ადგილზე მობილიზებულია შსს-ს შესაბამისი დანაყოფები.სახანძრო ბრიგადები. 
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად  ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია. 
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აშშ –ში იმყოფება. ქართულ მედიასთან სატელეფონო  საუბარში იგი აცხადებს: 
„რუსთავი 2“-ის შენობა იწვის, სანდრო ეულის ქუჩაზე. მე ამერიკაში ვარ და დისტანციიდან ვიგებ რაც ხდება. სხვა დეტალები არ ვიცი“,
 

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...