მთავარისიახლეებიპოლიტიკარადას დეპუტატი ამბობს, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს

რადას დეპუტატი ამბობს, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს

Published on

უკრაინის რადას დეპუტატი იგორ მოსიჩუკი რამდენიმე წუთის წინ საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა:
 
“მე დამიდასტურეს, ეს მართალია. ქართველ იანუკოვიჩს, მიშა სააკაშვილს, ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, რაც იმას ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ საბოლოოდ აღიარა საკუთარი შეცდომები. მან უკანონოდ მიანიჭა მოქალაქეობა მას და ახლა ცდილობს გამოასწოროს თავისი შეცდომები.
ქართველი მოხეტიალე ცირკის მსახიობის გასტროლები აშკარად გაიწელა და რეალურად საფრთხეს უქმნის უკრაინის სამინისტროს. მშვიდობით, მიშა, მშვიდობით”- წერს მოსიჩუკი.
 
 
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებენ და დეტალებს მოგვიანებით შემოგვთავაზებენ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...