მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოროშენკოს დასასრულის დასაწყისი – ასე აფასებენ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის...

პოროშენკოს დასასრულის დასაწყისი – ასე აფასებენ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის ოპოზიციის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის პარტია „რუხის“ წევრები, მისთვის  უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას უკანონობად მიიჩნევენ.
 
„ეს არის უკანონობა, უკრაინის კონსტიტუციისა საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, არ შეიძლება ადამიანს, რომელსაც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა გააჩნია, ის წაართვა. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, სახეზეა, რომ ამ ხელისუფლებას ეშინია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პარტია „რუხის“ წევრმა, ოლგა გალაბალამ.
პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლების დასასრულის დაჩქარებას გეგმავენ.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე განცხადება საკუთარი Facebook-ის გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრმა, სერგეი ლიშენკომ გააკეთა.
 
ის მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში პეტრო პოროშენკოს სცენარს განმარტავს და ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნებას ვერ შეძლებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აიძულებენ თავშესაფარი ამერიკაში მიიღოს.
 
განცხადებაში ნათქვამია: სააკაშვილს აიძულებენ მიიღოს თავშესაფარი ამერიკაში – პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრის განცხადება„პოროშენკოს სცენარი სააკაშვილთან მიმართებაში: გააუქმოს მისი უკრაინული მოქალაქეობა, ვიდრე ის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ამგვარად, სააკაშვილი ფიზიკურადაც კი ვერ შეძლებს უკრაინაში დაბრუნებას – მას დააკავებენ ბორისპოლში ჩაფრენისას და პირველივე რეისით საქართველოში ექსტრადირებას მოახდენენ. შეუძლებელი იქნება ფიზიკურად მისი დაცვა ექსტრადირებისგან. ფაქტობრივად, სააკაშვილს აიძულებენ მიიღოს თავშესაფარი ამერიკაში და დაივიწყოს უკრაინული პოლიტიკა.
 
ეს ყველაფერი სპეციალურად გააკეთეს ზაფხულში, ვიდრე სამოქალაქო აქტივობა დაბალია. არ ეძებოთ პოროშენკოს ბრძანებულება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტის საიტზე – ის არ გამოქვეყნდება, რადგან პირზე პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს.  იანუკოვიჩმა თავისი კონკურენტების იზოლირება ციხეებში მოახდინა, პოროშენკომ კი საზღვარგარეთ."– წერს სერგეი ლიშენკო 
 
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...