ნოდარ მელაძე: “ხანძარი გაჩნდა იმ ადგილას, სადაც არის მთელი კომუნიკაციების ქსელი. არა მგონია ზარალი იყოს ცოტა”

0
365
“ხანძარი გაჩნდა იმ ადგილას, სადაც არის მთელი კომუნიაციების ქსელი.სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. 
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლი საწყობში გაჩნდა. დამწვარია შენობის დაახლოებით 40–45 კვადრატული მეტრის ფართი. 
ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
 
არასამუშაო საათებში რამ გამოიწვია ხანძარი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.
 
 ახლა არ ვიცით, ეს ქსელი რა მდგომარეობაშია. დამწვარ სექტორში ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია, შესაბამისად, არ ვიცით, რა მდგომარებაა ადგილზე“, – აღნიშნა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.
 
მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე არის ძლიერი დაკვამლიანება სტუდიაში, შესაბამისად, თანამშრომლები ვერ ახერხებენ გაარკვიონ, თუ რა ხდება ტელეკომპანიის შენობაში.  არ მგონია, რომ ზარალი იყოს ცოტა“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ. 
 
 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 
გამოძიება მიმდინარეობს  სსკ–ის 187–ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
 
წინა სტატია,,აი, ეს კომენტატორიღა მაკლდა :))) ” – პრეზიდენტი სააკაშვილი დიმიტრი მედვედევის კომენტარებზე მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაიური კასიანოვი: სააკაშვილს კარებისკენ მიუთითეს, და რას მიზამენ ამის შემდეგ მე და თქვენ ყველას?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური