მთავარისიახლეებიპოლიტიკაგამოკითხულთა 52%, NDI-ის კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს

გამოკითხულთა 52%, NDI-ის კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს

Published on

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს.
 
კითხვაზე, როგორ აფასებთ მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 1% პასუხობს, რომ ძალიან კარგად აფასებს, 9% აცხადებს, რომ მთავრობის მუშაობას კარგად აფასებს, გამოკითხულთა 23% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, ხოლო 12%- ძალიან ცუდად, 52%- საშუალოდ.
 
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

სიახლეები

პროკურატურა ითხოვს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნონ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება...

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში...

ძალადობის ბრალდებით ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი,...

მიწისქვეშ მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 283 ძირი კანაფი – შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. მას...