მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩაქვში ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა და სამი ადამიანი დაიტანა, მათგან...

ჩაქვში ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა და სამი ადამიანი დაიტანა, მათგან ერთი ბავშვია

Published on

დაბა ჩაქვში მდებარე სოფელ ჩაისუბანში ხილაძეების საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა  – დაშავდა სამი ადამიანი,  რომელიც შემთხვევის დროს სახლში  იმყოფებოდა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.
 
ნანგრევებში მოყოლილები მაშველებმა ამოიყვანეს. ყველა მათგანი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსის   მინდია კახიძის თქმით მოზარდი მსუბუქად არის დაშავებული, . სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა  უფრო სერიოზულია, მაგრამ  სტაბილური – მიღებული დაზიანებების არ არის მათი სიცოცხლისთვის საშიში .
 
 წინასწარი ინფორმაციით, სახლი სიძველის გამო დაინგრა. დაწყებულია გამოძიება, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
 
 

სიახლეები

მიწისქვეშ მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 283 ძირი კანაფი – შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. მას...

მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მლნ ლარია – სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი დააკავეს

პროკურატურა ადასტურებს, რომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...

„საქართველო დემოკრატიის ბოლო ნაკვერჩხლებს აქრობს“ – The Economist-ი სტატიას აქვეყნებს

„საქართველო დემოკრატიის ბოლო ნაკვერჩხლებს აქრობს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა The Economist-ი. სტატიაში...

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...