მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი: ,,რა დიდებულია! – ჯონ მაკკეინი კენჭისყრისთვის დაბრუნდა. მამაცი ამერიკელი...

დონალდ ტრამპი: ,,რა დიდებულია! – ჯონ მაკკეინი კენჭისყრისთვის დაბრუნდა. მამაცი ამერიკელი გმირი! მადლობა, ჯონ!”

Published on

სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ვაშინგტონში დაბრუნდა, რათა სენატში მნიშვნელოვანი კანონპროექტების კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.  

 
"სენატორი მაკკეინი მოუთმენლად ელის სენატში მუშაობის გაგრძელებას, რათა მნიშვნელოვანი კანონპროექტების კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის ჯანდაცვის რეფორმის, ასევე რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტში", – ნათქვამია მაკკეინის ოფისის  განცხადებაში, რომელსაც სააგენტო Reuters ავრცელებს. 
 

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა სენატორ ჯონ მაკკეინის დაბრუნებას კონგრესში  ოპერაციის შემდეგ.   
 
"რა დიდებულია, რომ ჯონ მაკკეინი კენჭისყრისთვის დაბრუნდა. მამაცი – ამერიკელი გმირი! მადლობა, ჯონ ", – წერს იგი „ტვიტერზე“.
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...