მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდღეს იწყება მოხალისეთა მონიტორინგი შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ

დღეს იწყება მოხალისეთა მონიტორინგი შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ

Published on

დღეს იწყება  მოხალისეთა მონიტორინგი   შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ.
 
უკვე დაკომპლექტებულია პირველი მობილური ჯგუფი, რომელიც საოკუპაციო ზოლზე 24-საათიან რეჟიმში იმორიგევებს. 25 ივლისს დაგეგმილია ლოკაციის შესწავლა და საველე პირობების ათვისება, თითოეული გადაადგილება კი შეთანხმებული იქნება შსს-ს დანაყოფებთან, რომლებიც საოკუპაციო ზოლზე პატრულირებენ.
 
მონიტორინგის ინიციატორია  მოძრაობა "ძალა ერთობაშია", რომელიც ჯომარდობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის დავით ქაცარავას ინიციატივით დაფუძნდა.
დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის რთული მდგომარეობაა, რომელიც მონიტორინგის დაწყების დროისთვის შეიქმნა – რუსი ოკუპანტების არაგეგმიური სამხედრო სწავლებები და ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების გააქტიურება, რაც მოქალაქეთა გატაცებასა და ე.წ. საზღვრის მუდმივად გადმოწევაში გამოიხატება. 
 
დავით ქაცარავა რუსეთთან ჰიბრიდულ ომსაც აანონსებს: ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს სიტუაცია, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, გარკვეულწილად შეიცვალოს. ვაკეთებთ სამოქალაქო პატრულირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ჯგუფები, ამ ეტაპისთვის ყოველდღიურ რეჟიმში გავლენ საოკუპაციო ზონაში და დააკვირდებიან რუს ოკუპანტებს.
 
ჩვენი სამიზნე გახდებიან რუსეთის საოკუპაციო-საინჟინრო ქვედანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ოკუპაციას. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან ხერხებზე, არავითარი პროვოკაცია და საომარი მოქმედებები ჩვენი მხრიდან არ იგეგმება. ეს იქნება განგაშის ატეხვა. ჩვენ ეგრევე დავუკავშირდებით ჩვენი მართვის ცენტრს, რომელიც გადასცემს ინფორმაციას ჟურნალისტებს და დიპლომატიურ კორპუსს.
 
ჩვენი მიზანია ამით მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ რუსეთის ჯარებს. ჩვენ ვაანონსებთ ჰიბრიდულ ომს, ანუ საინფორმციო ომს რუსეთთან. ჩვენი ვიცით რა რისკებთან გვაქვს საქმე, ვგულისხმობ, რომ შესაძლებელია ჩვენ გავხდეთ რუსეთის ჯარების სამიზნე. აქ არ ვგულისხმობ ლიკვიდაციას, იგულისხმება გადაღებები და სხვადახვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა", – განაცხადა დავით ქაცარავამ, რომელმაც ასევე დაანონსა ახალი გადაცმა, რომელსაც "საოკუპაციო ზოლი" ერქმევა.
 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...