მთავარისიახლეებისამართალიწალენჯიხაში გიორგი მიქავას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

წალენჯიხაში გიორგი მიქავას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გამგეობის ადმინისტრაციის წინ დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა გიორგი მიქავას ხონში, ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იძულებით მოთავსება გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ის უდანაშაულოა, რადგან, როგორც თავად აცხადებენ, გამგეობის კუთვნილი ის თუნუქის ფილები, რომელიც გიორგის სახლში მიჰქონდა, არ მოუპარავს და მას ის აჩუქეს. მიქავას ოჯახის წევრები აცხადებენ, სასამართლოს შემდეგ გადაწყდა, რომ ის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოეთავსებინათ და ემკურნალათ.
 
 
წალენჯიხის გამგეობის წინ შეკრებილ ოჯახის წევრებს და ნათესავებს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდა. გოგა გულორდავას განცხადებით, გიორგი მიქავა საზოგადოებისთვის საშიში არ არის.
 
ექსპერტიზის მიერ გაცემულ დასკვნაში წერია, რომ გიორგი მიქავა სოციალურ საშიშროებას წარმოადგენს და ის იძულებით მკურნალობას საჭიროებს, თუმცა მისი ოჯახი და მეგობრები საპირისპიროს ამტკიცებენ. მიქავას ახლობლები ასევე აცხადებენ, რომ მის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...