მთავარისიახლეებისაზოგადოებაპანიკა ზუგდიდის სავაჭრო ცენტრში ,,ალიანსი’’ - მოვაჭრეებმა ანონიმისგან გაფრთხილება...

პანიკა ზუგდიდის სავაჭრო ცენტრში ,,ალიანსი’’ – მოვაჭრეებმა ანონიმისგან გაფრთხილება მიიღეს და თითქმის ერთი კვირაა ხანძრის მოლოდინში არიან [Video]

Published on

,,ბავშვთა სამყარო’’, ლილოს ბაზრობა, ელიავა, სავაჭრო ცენტრი ,,საბა’’, ფოთის ბაზრობა… იქნება თუ არა შემდეგი ზუგდიდის სავაჭრო ცენტრი ,,ალიანსი’’, სადაც დაახლოებით ერთი კვირაა მოვაჭრეები პანიკაში და ხანძრის მოლოდინში არიან.
 
ტელეკომპანია ,,ოდიშის’’ გადამღები ჯგუფი შეეცადა გაერკვია პანიკის მიზეზები. 
 
როგორც მოვაჭრეებმა განაცხადეს,  საპირფარეშოში  იპოვეს წერილი, რომლის შინაარსიდან გამომდინარე,  იყო აღნიშნული ტერიტორიის დაწვის საფრთხე და ავტორი მოვაჭრეებს    სავაჭრო ცენტრის დაცლისკენ მოუწოდებდა.
მოვაჭრეების თქმით, ნაწილმა გასაყიდი საქონლისაგან დაცალა დახლები და აქვთ შიში , თუმცა მიზეზებზე არ საუბრობენ.
 სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს და იმ წერილის ასლი გვაჩვენეს, რომელიც საპირფარეშოში იპოვეს, ასევე საუბრობენ, რომ იქმნება მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც მთელი დღე-ღამის მანძილზე დაიცავენ ,,ალიანსის’’ ტერიტორიას.
 
ბოლო წლებში გახშირდა სხვადასხვა სავაჭრო ცენტრების დაწვის ფაქტები : ლილოს ბაზრობა, სავაჭრო ცენტრი საბა, ევროპარკი, სენაკის ბაზრობა, ბავშვთა სამყარო, ელიავას ბაზრობა, ფოთის ბაზრობა, ეს იმ ბაზრებისა თუ სავაჭრო ობიექტების ჩამონათვალი,ა რომელთაც გვიან ღამით ყველასთვის გაურკვეველი მიზეზებით გაუჩნდათ ხანძარი, ბევრი ამ შემთხვევიდან  წლები გავიდა, თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზები არც ერთ შემთხვევაში დადგენილი არ არის. 
მოსახლეობა პანიკაშია – იქნება თუ არა შემდეგი ზუგდიდის ბაზრობა. 
 

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...