მთავარისიახლეებისამართალიმინისტრ მღებრიშვილის მადლობა - პოლიციელებს გუშინდელი მარშის მონაწილეთა უსაფრთხოებისთვის გაწეული შრომისთვის

მინისტრ მღებრიშვილის მადლობა – პოლიციელებს გუშინდელი მარშის მონაწილეთა უსაფრთხოებისთვის გაწეული შრომისთვის

Published on

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი „ფეისბუქის“ გვერდიდან  გუშინ  23 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას პოლიციის მოქმედებას აფასებს და მადლობას უხდის სიტუაციის განმუხნტვასა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვასი შეტანილი წვლილისთვის.
 
მინისტრის მიმართვაში პოლიციელებისადმი ნათქვამია: 
„ჩემო პოლიციელებო!
მსურს, მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის, პირნათლად შესრულებული მოვალეობისთვის. თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ხართ თითოეული ჩვენი მოქალაქისა და სტუმრის მცველი, დგახართ და ყოველთვის იდგებით მათი უსაფრთხოების სადარაჯოზე, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა. ესაა შემდგარი, დემოკრატიული სახელმწიფოს ძირეული ღირებულება და თქვენ – ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები, იმედი და ძალა. ასე, მხარდამხარ უფრო მეტს მივაღწევთ. მადლობა!“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით, 23 ივლისს აქცია „არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის გამზირზე ჩაიარეს, სადაც „ქართული მარშის“ ლიდერები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. ორი აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ბოთლები, კვერცხები და სხვადასხვა საგანი დაუშინეს. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.

სიახლეები

ქუთაისში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარში მედიკოსებს ადანაშუალებს. არსებული...

ეუთოს 24 ქვეყანა მოუწოდებს ივანიშვილს შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

24–მა პარტნიორმა ქვეყანამ ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე მომხსენებელ ანგელიკა ნუსბერგერის ანგარიში მოისმინა, რის შემდეგაც საქართველოში...

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...