მთავარისიახლეებისაზოგადოებასანდრო ბრეგაძე წამებულის გვირგვინს ირგებს და მერიისაგან დევნილის პოზაში დგება

სანდრო ბრეგაძე წამებულის გვირგვინს ირგებს და მერიისაგან დევნილის პოზაში დგება

Published on

„ევროპული საქართველო“ დღეს,20.00 საათზე  რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს აქცია-მსვლელობას, მოწოდებით – „არა რუსულ ფაშიზმს“.
 ამავე დროს და და ამავე ადგილზე აქცია დანიშნული აქვთ "ქართველთა მარშის" წარმომადგენლებსაც. 
 
 "ქართველთა მარშის" ორგანიზატორები, კერძოდ, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ გია კორკოტაშვილს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა დაურეკა და უთხრა, რომ თბილისის მერიამ გააუქმა 23 ივლისს დაგეგმილი აქციის სანქცია. 
 
”ჩვენ აუცილებლად გავმართავთ ამ აქციას და ხელისუფლება აუცილებლად მოაწყობს 7 ნოემბერს. აუცილებლად დაგვარბევენ, აუცილებლად დაგვაპატიმრებენ. ჩვენ მზად ვართ დაგვაპატიმრონ და დაგვარბიონ, რადგან ჩვენ ნაცჯალათებს არ გავატარებთ აღმაშენებლის გამზირზე”, – განაცხადა ბრეგაძემ. 

 
ქალაქის მერი დავით ნარმანია კატეგორიულად უარყოფს ბრეგაძის გავრცელებულ ინფორმაციას. გამომდინარე იქიდან, რომ ერთდროულად ორი აქცია იყო დანიშნული, მეორე აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც გვიან შემოიტანეს წერილი, ვაცნობეთ, რომ ამ დროს და ამ ადგილზე აქცია დანიშნული იყო, ეს იყო და ეს – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია 
 
როგორც დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერია აქციის ჩატარების სანქციას არ გასცემს. "ყველას აქვს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ იგივე ადგილზე, იგივე დროს იყო აქცია დანიშნული და ან დრო შეეცვალათ ან ადგილი, რათა ერთმანეთს არ დამთხვეოდა ეს ორი აქცია. 
სხვა ინფორმაცია, რაც გავრცელდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ არ გავცემთ აქციის ჩატარების სანქციას – თბილისის მერია იღებს ამას, როგორც ინფორმაციას, რათა გზაზე შეზღუდვების შემთხვევაში გადაალაგოს ტრანსპორტის მოძრაობა და განსაკუთრებით, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება", – განაცხადა დავით ნარმანიამ.
 
 
 
 
 

სიახლეები

სანამ ანტიკორუფციული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი მე ვიქნები – რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ სანამ აღნიშნული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი თავად იქნება...

ვაგრძელებთ მოქმედებას აქტიური თავდაცვის პრინციპით – ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ სხვადასხვა ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა,...

უკრაინაზე სწრაფი და საბოლოო გამარჯვება ვერ ხერხდება – რუსი პროპაგანდისტი პრილეპინი

კრემლისტი პროპაგანდისტი და ომის ერთერთი იდეოლოგი ზახარ პრილეპინი ამბობს, რომ უკრაინაზე სწრაფი გამარჯვება ვერ...

თურქეთის C-130-ი ასაფეთქებელი მასალა ან მოწყობილობა არ ყოფილა – APA

თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში C-130, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში დაბრუნებისას საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ან...