მთავარისიახლეებისაზოგადოებაზვიად სიჭინავა: „გედები მაინც ჩამოვლენ და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიც მალე დაიბრუნებს ძველ...

ზვიად სიჭინავა: „გედები მაინც ჩამოვლენ და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიც მალე დაიბრუნებს ძველ სახეს“

Published on

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტბისთვის შეძენილი გედები მოსკოვის აეროპორტშია და მას არც ქუთაისის და არც ბათუმის აეროპოტები არ ღებულობს. ზვიად სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში აქვს, ამასთან ის ფეისბუქზე ფოტოებსაც აქვეყნებს.
 
 
„ბოტანიკური ბაღის დასუფთავებით სამუშაოებსა და კეთილმოწყობაზე უარი ჩემს გეგმებს ბევრად ვერ შეცვლის. მე ვრჩები რიგით ზუგდიდელად, რომელიც ძალიანაა მოწადინებული, დაუბრუნდეს მშობლიურ ქალაქს ძველი იერსახე. 
გედები, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტბისთვის შევუკვეთე, უკვე მოსკოვის აეროპორტშია, თუმცა, სამწუხაროდ მისი გადმოგზავნა ვერ ხერხდება. უცნაურია, ყველა საჭირო დოკუმენტი წესრიგში გვაქვს, მაგრამ არც ქუთაისის და არც ბათუმის აეროპორტი ,,ტვირთს“ არ ღებულობს. როგორც ამბობენ , საქართველომ ტვირთი რომ მიიღოს, ზოოპარკის მოთხოვნა სჭირდებათ. 
საბუთები ჩემს სახელზეა შედგენილი, გედები კი გალიაში რომ დიდხანს ვერ გაძლებენ მოგეხსენებათ…
 
ჩემო ზუგდიდელებო, ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. გედები მაინც ჩამოვლენ საქართველოში და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიც მალე დაიბრუნებს ძველ სახეს“- წერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქალაქ ზუგდიდის მერობისთვის ბრძოლას აპირებს, თუმცა მას ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია დამოუკიდებლად აპირებს ბრძოლას თუ რომელიმე კონკრეტული პარტიის სახელით. 

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...