მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI-ი საქართველოს ხელისუფლებას 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს

NDI-ი საქართველოს ხელისუფლებას 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს

Published on

NDI-ი საქართველოს ხელისუფლებას თვითმმართველობის რეფორმის და 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს:
 
,,პარლამენტმა რეფორმები მიიღო. პრეზიდენტმა საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადო. მმართველ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს და პარლამენტს ვეტოს დაძლევა შეუძლია.
 
დამოუკიდებელი დამკვირვებლების და ოპოზიციური პარტიების თანახმად, რეფორმების შემუშავების პროცესი წარიმართა ნაჩქარევად, აკლდა გამჭვირვალობა და საკმარისად არ უზრუნველყოფდა მხარეთა ჩართულობას. 150-მდე ორგანიზაციამ ხელისუფლებას თვითმმართველ ქალაქებზე გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა. შეშფოთება გამოთქვეს, რომ ცვლილებები ქალაქებში ადგილობრივ მოქალაქეებსა და არჩეულ თანამდებობის პირებს შორის დისტანციას გაზრდიდა. 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლოს პარლამენტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, იმ მოტივით, რომ სავალდებულო საჯარო კონსულტაციები არ ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და თითქმის ყველა კვალიფიციური პარტია მოუწოდებდნენ პრეზიდენტს, რეფორმისთვის ვეტო დაედო.
 
განსაკუთრებით შემაშფოთებელია რეფორმების განხორციელების დრო – არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. რეფორმების სასწრაფოდ გატარების საჭიროება დელეგაციისთვის სათანადოდ განმარტებული არ იყო. საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაში ჩართული არჩეული თანამდებობის პირებიც კი აღიარებდნენ, რომ საჭიროა უფრო სტრატეგიული, კარგად შესწავლილი და სისტემური მიდგომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხმის თანაბრობის პრინციპი და თანხების სამართლიანი და ეფექტური გადანაწილება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგეგმება თვითმმართველობისთვის გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი გაზრდა.
 
არასამთავრობო  ორგანიზაციების,  პარტიების და თვითმმართველობების წარმომადგენლებმა გამოხატეს შეშფოთება 7 თვითმმართველი ქალაქის   მიმდებარე თემებთან შერწყმის შესაძლო შედეგებზე. ქალაქების მიერ საკუთარი ბიუჯეტის და ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი შემცირდება. 6 ქალაქში მნიშვნელოვნად შემცირდება ხმის თანაბრობის პრინციპი, მაჟორიტარულ თემებთან შედარებით. ზუგდიდს, სადაც 50 000-მდე რეგისტრირებული ამომრჩეველია, საკრებულოში 5 მაჟორიტარი ეყოლება, ზუგდიდის მიმდებარე თემს, 70 000 რეგისტრირებული ამომრჩევლით – 30. ეს ზუგდიდის თემის მაჟორიტარულ ოლქებს ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქებთან შედარებით 4-ჯერ მეტ ხმას მიაკუთვნებს. საკანონმდებლო პროცესში ჩართულმა პარლამენტარებმა არ უარყვეს ხმათა უთანაბრობის საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ხაზი გაუსვეს, რომ ცვლილება ქალაქებში მმართველი ძალის კლებადი მხარდაჭერით არის გამოწვეული.
 
პარტიებს, კანდიდატებს და ამომრჩევლებს არ აქვთ ნათელი წარმოდგენა, რა ტიპის საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები".
 
 

სიახლეები

EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის...

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ...

პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა...

ავიაკატასტროფის ადგილზე 18 სამხედროს ცხედარია ნაპოვნი

სიღნაღში ავიაკატასტროფის ადგილზე 18 სამხედრო პირის ცხედარია ნაპოვნი. განცხადება ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა...