მთავარისიახლეებისაზოგადოება18 წლის ისრაელელი ბიჭის სიცოცხლე თერგში დასრულდა

18 წლის ისრაელელი ბიჭის სიცოცხლე თერგში დასრულდა

Published on

მდინარე თერგში 18 წლის ისრაელის მოქალაქე დაიხრჩო. საქართველოში სამოგზაუროდ მყოფი იონათან ადლერი ხიდზე სელფს იღებდა, როცა  ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა.
 
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს განცხადებით, ისრაელის მოქალაქის წყალში გადავარდნისა და დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 20 ივლისს მიიღეს და დაუყოვნებლივ დაიყეს ძებნის ოპერაცია , თუმცა ცხედრის პოვნა მხოლოდ დღეს მოხერხდა, შემთხვევის ადგილიდან 3 კმ-ის მოშორებით . 
 
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
 
ისრაელის პრესის ცნობით, იონათან ადლერი საქართველოში სამ მეგობართან ერთად სამოგზაუროდ იმყოფებოდა.
ავიად ფრიდმენი, რომელიც სამაშველო ჯგუფს დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის მოწვევით ხელმძღვანელობდა, მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 18 წლის ადლერის ცხედრის პოვნაში დიდი წვლილი მიუძღვით ისრაელს და საქართველოს მთავრობას, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
 
მისი თქმით, ადლერის მშობლები მადლობას უხდიან თითოეულ ადამიანის, ვინც მათ ოჯახს დაეხმარა.

სიახლეები

სანამ ანტიკორუფციული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი მე ვიქნები – რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ სანამ აღნიშნული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი თავად იქნება...

ვაგრძელებთ მოქმედებას აქტიური თავდაცვის პრინციპით – ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ სხვადასხვა ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა,...

უკრაინაზე სწრაფი და საბოლოო გამარჯვება ვერ ხერხდება – რუსი პროპაგანდისტი პრილეპინი

კრემლისტი პროპაგანდისტი და ომის ერთერთი იდეოლოგი ზახარ პრილეპინი ამბობს, რომ უკრაინაზე სწრაფი გამარჯვება ვერ...

თურქეთის C-130-ი ასაფეთქებელი მასალა ან მოწყობილობა არ ყოფილა – APA

თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში C-130, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში დაბრუნებისას საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ან...