მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპატრიარქოს ბოლო ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 10 ათასი კვ.მ ფართობის ტერიტორია გადაეცა...

საპატრიარქოს ბოლო ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 10 ათასი კვ.მ ფართობის ტერიტორია გადაეცა ერთ ლარად

Published on

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულომ საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად , ყოველგვარი განმარტებისა და მიზნობრიობის დასაბუთების გარეშე გადასცა თემქაზე, ცენტრალურ გზასთან ახლოს მდებარე 2 ათას 766 კვ.მ. ფართობის ტერიტორია.  .ჯამში იგი აქ ,  5 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიის მფ
მფლობელი გახდა.
 
საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, რომელმაც არაერთხელ მოაწერა ხელი საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემას, არგუმენტად თბილისელების მოთხოვნას ასახელებს. მიუხედავად ამისა, საკრებულოში ამ დრომდე არცერთი მოქალაქის განცხადება არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, ალიბეგაშვილის არგუმენტი დასაბუთებული იქნებოდა.
 
თბილისის მერი კი აცხადებს, რომ საპატრიარქოს მხოლოდ ის მიწის ნაკვეთები გადაეცემა, რომლებიც ეკლესიების მიმდებარედ არის.
 
განხილვისა და არგუმენტების გარეშე, საჯარო ქონების საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას "მახინჯ პრაქტიკას" უწოდებს ოპოზიცია. 
 
საპატრიარქოში, რომელიც მხოლოდ ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 10 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიის მფლობელი გახდა, ამბობენ, რომ გადაწყვეტილებები მოსახლეობის ინიციატივის საფუძველზე მიიღება.
 
საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემა თბილისის გარდა რეგიონებშიც ხდება.
 
ჯამში, ქართული ეკლესია, დაახლოებით, 17 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელია.

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...