მთავარისიახლეებისაზოგადოებაფინანსთა მინისტრის განცხადება „რუსთავი 2“-ის საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით

ფინანსთა მინისტრის განცხადება „რუსთავი 2“-ის საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით

Published on

„რუსთავი 2-ს" გააჩნია დავალიანება, მიმდინარეობს არააქტიური მოლაპარაკება შესაბამისად ამ დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით,“ – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „რუსთავი2“-ის საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
 
მინისტრი იმედოვნებს, რომ სამაუწყებლო კომპანიასთან გადასახადების გადახდის "გონივრულ გრაფიკს" შეიმუშავებენ.
 
"მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს არის არაკონკურენტული გარემო. ამას უკვე აღარ ვამბობ, როგორც ფინანსთა მინისტრი, რომლის უშუალო მოვალეობა გადასახადების ამოღებაა, ამას ვამბობ, ადამიანი, რომლის პასუხისმგებლობა არის, ზოგადად, ეკონომიკის განვითარება, მათ შორის და ეკონომიკური ბლოკი. მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. როდესაც ერთი კომპანია არ იხდის გადასახადებს, ის არაკონკურენტულ გარემოშია და, შესაბამისად, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მას მეტი ფული რჩება. შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა უკეთესი თანამშრომლები იქირაოს, უკეთესი ტექნიკა შეიძინოს, უკეთესი გადაცემები გააკეთოს, რაც, რა თქმა უნდა, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ეს არ ეხება კონკრეტულად "რუსთავი 2"-ს, ამ შემთხვევაში, ეს ეხება ზოგადად, მთლიანად. მე ვარ დარწმუნებული, რომ "რუსთავი 2"-თან იქნება მიღწეული გონივრული გრაფიკი გადასახადის გადახდის," – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
 

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...