მთავარისიახლეებიმსოფლიობუდაპეშტის სტადიონზე უნგრელმა სამართალდამცავებმა რუსეთის სპორტულ დელეგაციას საბჭოთა სიმბოლიკიანი ფორმები გაახდევინეს

ბუდაპეშტის სტადიონზე უნგრელმა სამართალდამცავებმა რუსეთის სპორტულ დელეგაციას საბჭოთა სიმბოლიკიანი ფორმები გაახდევინეს

Published on

გუშინ, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში,  სტადიონზე, სადაც მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი სპორტის საწყლოსნო სახეობებში , პოლიციამ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს  აიძულა გაეხადათ  მაისურები,  წარწერით "საბჭოთა კავშირი"  და  ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავის  გამოსახულებით. 
 
უნგრელმა სამართალდამცავებმა რუსეთის ქალთა და ვაჟთა წყალბურთელთა ნაკრებების სამწვრთნელო შტაბს განუმარტეს, რომ საბჭოთა სიმბოლიკა უნგრეთში ფაშისტურ სიმბოლიკასთანაა გათანაბრებული და კანონითაა აკრძალული. ამასთან გააფრთხილეს, რომ განმეორების შემთხვევაში მათ ემუქრებათ დაჯარიმება, შეჯიბრებაზე  აკრედიტაციის გაუქმება და  ქვეყნიდან გაძევებაც კი. 
 
რუსეთის ნაკრები ამ დროისათვის  ჩემპიონატის ლიდერია, მის აქტივშია ათი მედალი, მათ შორის 6 ოქროსი, სამი – ვერცხლისა და 1 ბრინჯაოსი. 
 

 

 

 

 

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...