მთავარისიახლეებისაზოგადოებასენაკი-ფოთი-სარფის გზაზე ხიდი დაზიანდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე ხიდი დაზიანდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

Published on

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე არსებული ხიდის დაზიანების გამო, გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. 
 
 ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ301-კმ313 (ქალაქი ხობი) მონაკვეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზებზე. ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ 60 ტონამდე მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
 
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

სიახლეები

ლევანის ტყვეობა უფრო მეტს ამბობს თავისუფლებაზე, ვიდრე ლევანის თავისუფლებაზე ყოფნა- არქიმანდრიტმა ხაბეიშვილი მოინახულა

არქიმანრიტმა დოროთე ყურაშვილმა პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოინახულა. არქიმანდრიტის თქმით, მან პოლიტიკოსის აზიარა და...

გიორგი კანდელაკი და მასთან ერთად დაკავებულები პატიმრობაში გაუშვეს

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ...

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სასანქციო პაკეტი დაამტკიცა

პარასკევს ევროპულმა კომისიამ დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტი. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ...

გარემოს სააგენტოს ცნობით,22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, შტორმი

⛈️ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...