მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა

საქართველო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა

Published on

საქართველო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა – საუბარია დოკუმენტზე, სადაც 2016 წელს, სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ტერორისტული საფრთხეები და მათ წინააღმდეგ ქმედებებია მოყვანილი.
 
საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის დიდი ხნის წევრია. საქართველო აშშ-სთან ერთად მჭიდროდ თანამშრომლობს კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე და გლობალური უსაფრთხოების სფეროში აშშ-ს მტკიცე პარტნიორად რჩება, – ნათქვამია ტერორიზმის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. 
 
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წლის აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლს, დავით ბორჭაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობისა და ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო. 
 
„საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძო უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა აშშ-სთან და რეგიონალურ კოლეგებთან. საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლაში ეროვნული პროგრამის განხორციელებაში. მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 50-დან 100-მდე საქართველოს მოქალაქე სირიაში და ერაყში იბრძოდა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ისლამისტმა ექსტრემისტებმა საქართველო სატრანზიტო ტერიტორიად გამოიყენეს“, – ნათქვამია დოკუმენტში. 
 
ანგარიშის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველომ მთლიანობაში გააუმჯობესა სასაზღვრო უსაფრთხოება, რაც ნაწილობრივ უკავშირდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღწევას. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს არ გააჩნია კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე), არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, საზღვრების დაცვის შესაძლებლობა შეზღუდულია. 
 
ანგარიში ტერორიზმის შესახებ 2016 წელს შეეხება. 
 

 
 

სიახლეები

ლევანის ტყვეობა უფრო მეტს ამბობს თავისუფლებაზე, ვიდრე ლევანის თავისუფლებაზე ყოფნა- არქიმანდრიტმა ხაბეიშვილი მოინახულა

არქიმანრიტმა დოროთე ყურაშვილმა პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოინახულა. არქიმანდრიტის თქმით, მან პოლიტიკოსის აზიარა და...

გიორგი კანდელაკი და მასთან ერთად დაკავებულები პატიმრობაში გაუშვეს

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ...

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სასანქციო პაკეტი დაამტკიცა

პარასკევს ევროპულმა კომისიამ დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტი. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ...

გარემოს სააგენტოს ცნობით,22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, შტორმი

⛈️ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...