მთავარისიახლეებისაზოგადოება„ქალთა სოლიდარობის მარში“ ზუგდიდში

„ქალთა სოლიდარობის მარში“ ზუგდიდში

Published on

ქალთა სოლიდარობის მარშს ზუგდიდშიც შეუერთდნენ. ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე შეკრებილებმა უთანასწორობა, ძალადობა და ჩაგვრის ფაქტები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი რამდენიმე დღის წინ, თბილისში გამართულ „ქართველთა მარშს“ გამოეხმაურნენ. ზუგდიდის აქციის მონაწილეების თქმით, მარშის მიმდინარეობისას არატოლერანტული და ქსენოფობიური განცხადებები გაჟღერდა, მოგვიანებით კი ეს ყველაფერი კონკრეტულ ქალებზე ჯგუფური ძალადობის მუქარაში გადაიზარდა.
ზუგდიდის ქალთა სოლიდარობის მარშის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით „ნუ გაჩუმდები“, „პოლიცია დასაჯე მოძალადე“, „უთხარი არა ძალადობას“. ისინი ხელისუფლებისგან და შესაბამისი უწყებებისგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვენ.
ქალთა სოლიდარობის მარშს პოლიტიკოსების შეუერთდნენ. საქართველოს პარლამენტის წევრის და „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას თქმით, მიუღებელია ქართველობის სახელით მსგავსი სახის ძალადობა. ის მოუწოდებს საზოგადოებას, არ იყვნე ჩუმად ასეთი ფაქტების დროს.
ქალთა სოლიდარობის მარშის მონაწილეებმა აქცია ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მსვლელობით დაასრულეს.
 

სიახლეები

ევროპარლამენტის გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველო ვერ მოხვდა

ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროდეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია დაამტკიცეს. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს - დღეს პროკურორმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანის...

მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სავარაუდოდ საკორდინაციო საბჭო შეიქმნება

ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებზე მსჯელობენ. როგორც "ავერსის დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ფასების...

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...