მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტმა 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას ვეტო დადო

პრეზიდენტმა 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას ვეტო დადო

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "თვითმმართველობის კოდექსში" შესატან ცვლილებებს და "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა ვეტო ერთდროულად ორ კანონს დაადო. ორივე კანონზე ვეტოს დადების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, შემდგომ კი ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს. 
 
პრეზიდენტმა მოტივირებული შენიშვნებით კანონები პარლამენტს დაუბრუნა. 
 
აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას მოითხოვენ. 
 
30 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პარლამენტისგან თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, პრეზიდენტსაც მიმართეს და სთხოვეს, ხელი არ მოაწეროს კანონპროექტს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ.
 
ოპოზიციური სპექტრი თვითმართველობის კოდექსთან დაკავშირებით, არასამთავრობოების პოზიციას იზიარებს „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ მიაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილმა კანონს ხელი არ უნდა მოაწეროს. 
 
"თვითმმართველობის შესახებ კანონში“ცვლილებების შესახებ  პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, რომელიც მმართველმა გუნდმა მიიღო,  საკანონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა. დადგენილებას პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური აწერს ხელს და დოკუმენტი 15 ივნისით თარიღდება. განსახილველ საკითხთა სიაშია ასევე ცვლილებები კანონში, რომელიც ამ ცვლილებების ვადებს დაადგენს.
დადგენილებამ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებაზე უკვე შეუქმნა უხერხულობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რადგან პარალელურად ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქების საზღვრებს განსაზღვრავს. ამ დოკუმენტის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტები ცალ-ცალკე ოლქებად არის მითითებული.
 
რაც შეეხება "საარჩევო კოდექსში" ცვლილებებს, რამდენიმე დღის წინ, 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამეტო ფლანგიდან, ხელისუფლებას ერთიანი მიმართვა გაუგზავნა. ინტერპარტიულ ფორმატში პარტიები შეთანხმდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუკი ხელისუფლება 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.
 
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსისა და გარკვეულ საკითხზე შეთანხმების შემთხვევაში, მმართველმა გუნდმა შესაძლოა საშემოდგომო სესიაზე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინოს და საშემოდგომო სესიაზევე პირველი და მეორე მოსმენით მიიღოს, 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე კი, მესამე მოსმენით დაამტკიცოს. შესაბამისად, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, 2018 წლის არჩევნებამდე კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ასახვა მოესწრება.

სიახლეები

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს  კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში...

7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საქართველოს რეგიონებში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის...

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია...