მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტისგან ბოდიშის მოთხოვნა მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა და არაფორმალური მმართველობის...

პრეზიდენტისგან ბოდიშის მოთხოვნა მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა და არაფორმალური მმართველობის „მახინჯ ფორმას“ უკავშირდება- აცხადებენ ოპოზიციაში

Published on

საპარლამენტო უმრავლესობა  საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდის მოითხოვს.
 
,,ვფიქრობ, პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი მოხელის გადაცდომის გამო, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივან თენგიზ ფხალაძის განცხადებას, რომლის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ელჩებს „პარტიული დავალებები“ მისცა.
 
„ალბათ, ოპოზიციურ ფრთაზე მიკერძოებული უნდა იყო, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებებში პარტიული დავალებები ამოიკითხო. ეს უკვე ინტერპრეტირების აქამდე ცნობილ ფარგლებსაც კი სცილდება. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელის ეს განცხადება შეურაცხყოფას აყენებს, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე, მთლიანად დიპლომატიურ კორპუსს, რომელსაც პრეზიდენტის მხარე პარტიულ აქტივად მოიხსენიებს. სწორედ ამის გამო, წესით, პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი მოხელის გადაცდომის გამო, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსი შეურაცხყო“, – განაცხადა მდინარაძემ.
 
უმრავკწესობის მიერ პრეზიდენტისა და მისი ადმნისტრაციის წარმომადგენლებისგან ბოდიშის მოხდის მოთხოვნას   „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აფასებენ როგორც  მორიგ თავდასხმას  პრეზიდენტზე, რაც  არაფორმალური მმართველობის „მახინჯ ფორმას“ უკავშირდება.
 
„ყველაფერს აკეთებენ, ვგულისხმობ პარლამენტის სპიკერს და მის მორჩილ უმრავლესობას, რომ აამონ ივანიშვილს. ეს ყველაფერი არის გამომდინარე მახინჯი არაფორმალური მმართველობის მოდელიდან. ამიტომ, არიან ახლა ამ თავდასხმებით დაკავებული პრეზიდენტზე, იმის მაგივრად, რომ იმუშაონ დეოკუპაციაზე,“ – აცხადებს ნიკა რურუა.

სიახლეები

MEGOBARI ACT – 380 მეტრიანი გზავნილი ანაკლიიდან ვაშინგტონში

სამოქალაქო აქტივისტებმა როსტო ზარანდიამ და ნოდარ სიხარულიძემ ანაკლიაში მდებარე საძოვარზე 380 მეტრიანი გეოგლიფი დაამზადეს,...

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. „როგორც საზოგადოებისთვის...

EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის...

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ...