მთავარისიახლეებიმსოფლიოხელფასი - ბებიებს შვილიშვილის მოვლისთვის

ხელფასი – ბებიებს შვილიშვილის მოვლისთვის

Published on

თურქეთში ბებიებს,  რომლებიც 3 წლამდე შვილიშვილებს ზრდიან,  შესაძლოა   ხელფასების დაენიშნოთ. – თუ ამ კატეგორიის ქალბატონების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა, რომელზედაც ამჟამად თურქეთის ხელისუფლება მუშაობს დამტკიცებულ იქნა,  თურქეთი იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც  ბებიებზე მიმართული სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება.
 
პროექტი თავდაპირველად თურქეთის ორ პროვინციაში განხორციელდება და პირველ ეტაპზე ათას ოჯახს მოიცავს. თუ 6 თვის შემდეგ ის დადებით შედეგებს აჩვენებს, კანონი ბებიების შესახებ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება და მთლიანობაში 500 ათას ბებიას შეეხება.
ბებიების კანონი პენსიონერებს, რომლებიც თვეში დაახლოებით 240-250 აშშ დოლარს იღებენ პენსიის სახით, დამატებით შემოსავალს გაუჩენს – თანაც შინიდან გაუსვლელად. – იუწყება საიტი al-monitor.com.
 
ბავშვების მოვლა – ეს ყველაზე დიდი პრობლემაა დასაქმებული დედებისთვის. ძალიან ხშირად პატარებზე ზრუნვის მთელი პასუხისმგებლობა უფროს თაობაზე, ბებიებზე გადადის. ამიტომ თურქეთის მთავრობის მიერ მიღებული ეს  კანონი შესანიშნავ მოტივაცია იქნება  ბებიებისთვის დარცნენ შინ და მოუარონ შვილიშვილებს .

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...