მთავარისიახლეებისაზოგადოებადელფინებიდან ვირუსი ადამიანს არ გადაეცემა, ამდენად ამ მხრივ შავ ზღვაში...

დელფინებიდან ვირუსი ადამიანს არ გადაეცემა, ამდენად ამ მხრივ შავ ზღვაში ბანაობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მორბილვირუსული ინფექციის გამო, რითაც სავარაუდოდ, დელფინები არიან დაავადებული, შავ ზღვაში ბანაობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს  წარმოადგენს. 
 
„ეს ვირუსი ადამიანს არ გადაეცემა და ამ ვირუსით უშუალოდ წყალი არ ბინძურდება. დელფინები არიან ვირუსით დაავადებული, თუმცა ძუძუმწოვრიდან ადამიანზე ვირუსი არ გადადის. შესაბამისად, კონკრეტულად დელფინებთან დაკავშირებული ვირუსის ნაწილში შავი ზღვა სრულიად უსაფრთხოა“, – განმარტავს სააგენტოს  უფროსი თამარ ბაგრატია 
 
რაც შეეხება იმას, რომ სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მკვდარ დელფინს არ შეეხონ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, ეს რეკომენდაცია მხოლოდ იმის გამო გაიცა, რომ ძუძუმწოვრები შესაძლოა სხვა ვირუსებითაც იყვნენ დაავადებული. 
 
„თუ ძუძუმწოვარი მორბილვირუსულის ინფექციით ავადდება, მას უჩნდება იმუნიტეტი და შესაბამისად, შეიძლება რაღაც სხვა ტიპის ვირუსსაც ატარებდეს. ამიტომ ვუთხარით ადამიანებს, რომ არ შეეხონ მკვდარ ძუძუმწოვრებს, რადგან რაღაც სხვა ტიპის ვირუსის გადადება არ მოხდეს, რისი თეორიული შანსიც არსებობს“, – აღნიშნა მან
 
სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს არ შეეხონ.
 
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, წელს, შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა, რაც შესაძლოა, განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.
 
მსავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტო მოსახლეობას სთხოვს, დაუკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153
 

სიახლეები

“ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა” – ბოკუჩავა

"ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა და ის თავად შედგა, როგორც დიქტატორი"...

MEGOBARI ACT – 380 მეტრიანი გზავნილი ანაკლიიდან ვაშინგტონში

სამოქალაქო აქტივისტებმა როსტო ზარანდიამ და ნოდარ სიხარულიძემ ანაკლიაში მდებარე საძოვარზე 380 მეტრიანი გეოგლიფი დაამზადეს,...

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. „როგორც საზოგადოებისთვის...

EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის...