მთავარისიახლეებიპოლიტიკადასრულდა უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში

დასრულდა უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა.
 
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გააცილეს.
 
„პეტრო პოროშენკომ მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს და ზურაბ პატარაძეს თბილისში, მესტიასა და აჭარაში გულთბილი მასპინძლობისათვის და საქართველოს პრეზიდენტს წარმატებული საქმიანობა უსურვა. 
 
გაცილების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე.

სიახლეები

ეგზარქოსი შიო ცდილობს, საპატრიარქო ტახტი რუსების დახმარებით მიიტაცოს – გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წერს, რომ საპატრიარქოში შეთქმულებაა და კვირის წირვის ჩატარებაზე მსოფლიო...

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...