მთავარისიახლეებისაზოგადოება"თერჯოლა-მედიში" ორწლინახევრის გოგონა გარდაიცვალა. ახლობლები ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ

“თერჯოლა-მედიში” ორწლინახევრის გოგონა გარდაიცვალა. ახლობლები ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ

Published on

უბედური შემთხვევა თუ ექიმების დაუდევრობა – სამედიცინო ცენტრ "თერჯოლა-მედიში" ორწლინახევრის გოგონა ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
 
გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ, რის გამოც ისინი მთელი ღამის განმავლობაში კლინიკასთან იყვნენ შეკრებილი.
 
მათი თქმით, 2 დღის წინ ბავშვი საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი დაიზიანა, რის გამო საჭირო გახდა ოპერაციის გაკეთება. მედიასთან კომენტარზე უარს აცხადებს კლინიკის ადმინისტრაცია.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილე ექიმები დაკითხვაზე იმყოფებიან.
 
„ვიღაც პრაქტიკოსი მოუყვანიათ ვინც გაუკეთა ნარკოზი, ზედმეტი დოზით. დაგვღუპეს, დაიმალნენ, კარები ჩაგვიკეტეს. სახლი გაამზადეთ და ბავშვს მიხედეთო. იმდენი პოლიცია იყო, თურმე ბავშვი მომკვდარა,“-განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის დეიდამ, ეკატერინე ბააკაშვილმა.

სიახლეები

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრა დაზიანდა

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად, დაზიანდა კიევ-პეჩერის ლავრა...

საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი სუს-ის თანამშრომელი სიმონ წაქაძეა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია...

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხსნის, რას სთხოვს EU “ოცნებას“

კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ, დეტალურად ისაუბრა იმ პირობებზე, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იქიდან...

ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა

ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე,...