მთავარისიახლეებიპოლიტიკარაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრისას

რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრისას

Published on

რუსული ოკუპაცია და უკრაინა-საქართველოს საერთო პრობლემები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა გიორგი მარგველაშვილისა და პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვედრისას.
 
ინფორმაცია იმის სესახებ, ისუბრესთუ არა პრეზიდენტებმა ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების საკითხზე, სახელდობრ პრეზიდენტ სააკაშვილის ექსტრადიციის საკიტხზე, არ ვრცელდება, ცნობილია მხოლოდ ის, რომ , როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედის დაწყებამდე განუცხადა, ამ საკითხის დაყენება დღის წესრიგში არ იგეგმებოდა.
 
ორი ქვეყნის პრეზიდენტები ამ წუთებში ერთმანეთს უკვე გაფართოებულ ფორმატში ხვდებიან.
 
„ჩვენ ვართ ერები, რომელთაც გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა. თქვენი ვიზიტი ამ ძლიერ ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს. მადლობა სტუმრობისთვის და ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომლებსაც თქვენი ვიზიტის ფარგლებში მივიღებთ,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ორივე ქვეყანას საერთო გამოწვევა აქვს რუსეთის აგრესიის კუთხით.
 
„საქართველოს მიწაზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში – მეგობრული ატმოსფეროა. ჩვენი ერები იღვწიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ვიბრძვით ამ თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენი ერები რუსული აგრესიის მსხვერპლნი არიან,“ – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...