მთავარისიახლეებიპოლიტიკაპეტრო პოროშენკო: ,,მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა არ მიმიღია და...

პეტრო პოროშენკო: ,,მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა არ მიმიღია და შესაბამისად, ეს საკითხი არ განხილულა”

Published on

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა არ მიუღია და შესაბამისად, ეს საკითხი არ განხილულა.
 
"ჩვენ გვაქვს ეფექტური კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია მოთხოვნა ექსტრადირების შესახებ. შესაბამისად, არ განგვიხილავს ეს საკითხი",- განაცხადა პოროშენკომ.
 
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს, პოროშენკოს თქმით, დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზე და ამ საკითხზე მეტი სათქმელი არაფერი აქვს.
 
ამასთან, პოროშენკომ ხაზი გაუსვა, რონ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში არავითარი პრობლემა არ არის.
 
"ჩვენ არ გვაქვს არცერთი პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სოციალური პრობლემა საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთიანია ამ მომენტში. დარწმუნებული ვარ, ვერავინ და ვერაფერი გაყოფს ჩვენს ხალხს",- დასძინა პოროშენკომ.

სიახლეები

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრა დაზიანდა

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად, დაზიანდა კიევ-პეჩერის ლავრა...

საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი სუს-ის თანამშრომელი სიმონ წაქაძეა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია...

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხსნის, რას სთხოვს EU “ოცნებას“

კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ, დეტალურად ისაუბრა იმ პირობებზე, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იქიდან...

ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა

ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე,...