მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი - იმედი მაქვს, პეტრო პოროშენკომ კიევიდან თან პირსახოცი და საპონი...

მიხეილ სააკაშვილი – იმედი მაქვს, პეტრო პოროშენკომ კიევიდან თან პირსახოცი და საპონი წაიღო, შემდგომში გართულებებს თავი რომ აარიდოს

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტს ეხმაურება. 
 
„მიხარია, რომ პრეზიდენტი პოროშენკო, როგორც იქნა, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გაემგზავრა. ურთიერთობები უნდა განვითარდეს როგორებიც არ უნდა იყვნენ დღევანდელი ლიდერები. არ ვიცი, იცის თუ არა პეტრო პოროშენკომ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრა უცხოელი სტუმრების მიღებასთან დაკავშირებით ფულის გაფლანგვაზე და ბრალდებებს შორის ასევე ფიგურირებს:  „ვიქტორ იუშენკოს აბანოს მომსახურება 28 ევროს ოდენობით“.
 
ასე, რომ იმედი მაქვს, პრეზიდენტმა პოროშენკომ კიევიდან თან პირსახოცი და საპონი წაიღო, შემდგომში გართულებებს თავი რომ აარიდოს“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა. 
 
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმყოფება. 

სიახლეები

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...