მთავარისიახლეებიმსოფლიოესპანეთში დააკავეს ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ხოსე მარია ვილიარი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი

ესპანეთში დააკავეს ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ხოსე მარია ვილიარი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი

Published on

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში კორუფციასთან დაკავშირებით დღეს რიგი დაკავებები განხორციელდა. დაკავებულებს შორის აღმოჩნდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ხოსე მარია ვილიარი. 
 
აღსანიშნავია, რომ ხოსე მარია ვილიარს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი 1988 წლიდან უკავია. 
 
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბრალი ედება არაკეთილსინდისიერ ადმინისტრირებაში, გაფლანგვასა და ფალსიფიცირებაში. ის ადგილობრივი დროით 08:00 საათზე, საკუთრ სახლში დააკავეს. 
 
მასთან ერთად პოლიციამ მისი შვილი, გორკა ვილიარი დააკავა. ის ადვოკატად მუშაობდა და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...