მთავარისიახლეებისაზოგადოებაემზარ კვიციანი რუსთავი2-ის ერთ-ერთი თოქ შოუს წამყვანის, ვანო ჯავახიშვილის, მკვლელობას აანონსებს.

ემზარ კვიციანი რუსთავი2-ის ერთ-ერთი თოქ შოუს წამყვანის, ვანო ჯავახიშვილის, მკვლელობას აანონსებს.

Published on

საქართველოს პარლამენტის წევრი, ემზარ კვიციანი, რუსთავი2-ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თოქ შოუს წამყვანის, ვანო ჯავახიშვილის, მკვლელობას აანონსებს.დეპუტატმა სკანდალური ინფორმაცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ამტკიცებს, რომ ვანო ჯავახიშვილის მკვლელობა გავლენიანი პირის დაგეგმილია. დეპუტატ ემზარ კვიციანის გაღიზიანებას ვანო ჯავახიშვილი მის ბოლო გადაცემას უკავშირებს, სადაც წამყვანის მონოლოგის დიდი ნაწილი პატრიოტთა ალიანსის რუსეთში შეხვედრებს დაეთმო.რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, პარლამენტის წევრის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ნიკა გვარამია ძალოვან უწყებებს რეაგირებას სთხოვს.დღეს ემზარ კვიციანი მედიასთან არ გამოჩენილა. კომენტარს არც პატრიოტთა ალიანსის სხვა წევრები აკეთებენ.რა რეაგირება მოჰყვება დეპუტატის მუქარას ვანო ჯავახიშვილის წინააღმდეგ, ჯერ უცნობია. შსს-სა და პროკურატურაში ამ თემაზე განმარტებები არ კეთდება.პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ეს არ არის მუქარის შემცველი ერთადერთი განცხადება. ამავე პარტიის წევრი, კონსტანტინე მორგოშია, ე.წ. ქართველთა მარშის იმ ორგანიზატორებს შორის იყო, რომლებმაც გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელს, თათია დოლიძეს, მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო გაუპატიურებით დაემუქრნენ.

სიახლეები

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრა დაზიანდა

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევის შედეგად, დაზიანდა კიევ-პეჩერის ლავრა...

საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი სუს-ის თანამშრომელი სიმონ წაქაძეა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია...

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხსნის, რას სთხოვს EU “ოცნებას“

კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ, დეტალურად ისაუბრა იმ პირობებზე, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იქიდან...

ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა

ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე,...