მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიაში, GEM fest-ზე ქალზე ძალადობა მოხდა

ანაკლიაში, GEM fest-ზე ქალზე ძალადობა მოხდა

Published on

ანაკლიაში, GEM fest-ზე, ქალზე ძალადობა მოხდა – ინფორმაციას ამის შესახებ ,,ოლმედია'' ავრცელებს.- უცხო ქვეყნის მოქალაქემ ფესტივალის მოხალისე-მონაწილე გოგონა ზღვის ნაპირზე გაიყვანა და, თვითმხილველთა თქმით, გაუპატიურება დაუპირა, რა დროსაც გოგონამ მას თავდაცვის მიზნით ქვა ჩაარტყა.  
"ოლმედიის" ინფორმაციით, ამ ინციდენტის შემდეგ შემთხვევის ადგილზე სხვა მოხალისე-მამაკაცები შეიკრიბნენ და უცხო ქვეყნის მოქალაქე სასტიკად სცემეს. 
 
"ლაივპრესი" ავრცელებს შსს-ს პრესსამსახურის კომენტარსაც, სადაც ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რომელიც ქორწინების (მათ შორის არარეგისტრირებულის) იძულებას გულისხმობს.
„ჩატარდა ექსპერტიზა, თუმცა მისი შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. ამიტომ მომხდარი არ არის შეფასებული, როგორც გაუპატიურების მცდელობა“, – განაცხადეს სამინისტროში.
 
ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი GEM fest 14 ივლისს გაიხსნა.
ფესტივალი ანაკლია-განმუხურში 2015 წლიდან იმართება. შარშან ღონისძიებას 35 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა. ფესტივალი „Check in Georgia-ს“ ფარგლებში იმართება.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...