მთავარისიახლეებისაზოგადოებათურქეთში ავარიის შედეგად დაშავებულ ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გუშინ, გვიან ღამით დაბრუნდნენ...

თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებულ ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გუშინ, გვიან ღამით დაბრუნდნენ საქართველოში, ოთხი ადამიანი კლინიკებში რჩება

Published on

თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი გირესუნის, გორელეს და ტრაპიზონის საავადმყოფოებში რჩება. 
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და მთავრობის წარმომადგენლებმა, თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებულ ანსამბლ „ლამპრების“ წევრებთან ერთად გუშინ, გვიან ღამით გადმოკვეთეს საზღვარი. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ბავშვებს მშობლები და ახლობლები დახვდნენ. მოზარდები თავს კარგად გრძნობენ.
 
„დღეს 25 ბავშვი ჩვენთან ერთად უკვე დაბრუნდა საქართველოში. თურქეთში რჩება დაახლოებით 4 პაციენტი სხვადასხვა საავადმყოფოში. სამართალდამცველები იკვლევენ მიზეზებს. არაერთი ექსპერტიზა ჩატარდა. ჩვენთან ერთად იქ იმყოფებოდა ტრაპიზონის მერი, გუბერნატორი, სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელი. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს სამართალდამცველები იკვლევენ და ვფიქრობ, ხვალ უკვე გვექნება მომხდარის სურათი“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. 
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავტოავარიის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი გირესუნის, გორელეს და ტრაპიზონის საავადმყოფოებში რჩება.
 
„ერთ-ერთი ბავშვის დედას ავარიის შედეგად ტრავმული ამპუტაცია განუვითარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მოთავსებულია ტრაბზონის კლინიკაში. ანსამბლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რომელსაც ნეკნების მოტეხილობა აქვს, სტაციონარული დაკვირვება დასჭირდება,“ – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.
 
ავტოავარიის შემთხვევიდან რამდენიმე საათში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე მეუღლესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში გაემგზავრა და დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში პირადად მოინახულა. ზურაბ პატარაძე ტრაპიზონში გვიან ღამემდე დარჩა და ორგანიზება გაუწია 25 ბავშვის სამშობლოში დაბრუნებას. 
 
ავტოსაგზაო შემთხევა გუშინ, 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

სიახლეები

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...